
"კინო სკოლაში" კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. კინოსკოლელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ტრადიციულად ესწრებოდნენ კინოჩვენებებს, მართავდნენ დისკუსიებს და იღებდნენ მოკლემეტრაჟიან სასწავლო ფილმებს.
„კინო სკოლაში" ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლას მოიცავდა. ამჟამად კი პროექტში 168 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული,მათ შორის ჩვენი სკოლაც.
თავისუფალი გაკვეთილების პროგრამის ფარგლებში სსიპ ზუდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის #1 საჯარო სკოლაში ხორციელდება ეროვნული კინოცენტრის პროექტი "კინო სკოლაში". პროექტს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის მასწავლებელი გურგენ ცანავა. პროექტის მიზანია მოსწავლეები აზიაროს კინოხელოვნების იდუმალ და ინტერესით აღსავსე ჯადოსნურ სამყაროს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მოისმინონ კინომცოდნე ნანა შეროზიას საინტერესო თემები კინოხელოვნების შესახებ, გამართონ დებატები წარმოდგენილ ფილმებზე, იმსჯელონ თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე. მეტი>>>
პრეზენტაცია
კლუბის მუშაობის ამსახველი მასალები